დედამიწის დღესთან დაკავშირებით ელიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

22/04/2019

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ელიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრისა და თანამშრომლებთან, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. მუნიციპალიტეტის მერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავს და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. დედამიწის დღეს მსოფლიო გარემოს დაცვითი ღონისძიებებით 1970 წლიდან აღნიშნავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0