დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

23/02/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელასაც საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი უძღვებოდა. სხდომას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
საკრებულომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა 2017 წლის 19 დეკემბრის N55 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ.
სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით და განისაზღვრა 18 ან 22 ლარით.
აღნიშნული ცვლილებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში აისახა და , შესაბამისად, ბიუჯეტის სოციალური პაკეტი 20 000 ლარით გაიზარდა.
დღესვე სხდომაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც გაწერილია საკრებულოს მოქმედი კომისიების სამუშაო გეგმა. რაც საკრებულოს მუშაობას უფექტურს და მოქნილს გახდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0