დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

22/02/2018

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტს გია ბეგიაშვილს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს ქეთევან ქობალიას, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს მევლუდი ლაშაურს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა საპილოტე პროექტის – ,,სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება” – პოპულარიზაციას და სულ უფრო მეტი სკოლის ჩართვას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში სკოლებში ფუძნდება სასპორტო კლუბები, რომელიც ემსახურება მოზარდების მასობრივად ჩართულობის გაუმჯობესებას ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.
სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება საბაზო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა.
ჩვენი პროირიტეტია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რათა მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო და უფრო პოპულარული გახდეს – აღნიშნა დმანისის მუნიციალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი და ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სპორტული სკოლის დირექტორი გიორგი ოკმელაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0