დმანისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო

12/02/2019

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: განთიადი, იაღუფლო და პანტიანი გარე განათების ახალი ქსელი, ულტრათანამედროვე სანათით მოეწყო. (განთიადი 50, იაღუფლო 33, პანტიანი 39 სანთი). სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა ტენდერით გათვალისწინებული და დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტზე მობილიზებული იქნა ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, ხოლო ადგილზე დაქირავებული იქნა მუშახელი სამუშაოების ჩასატარებლად, რომლებსაც ობიექტზე კურირებდნენ და მითითებებს აძლევდნენ კვალიფიციური სპეციალისტები.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 84476ლარს. სამუშაოები განახორციელა შპს “ელექტრონი”. აღსანიშვანია, რომ პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0