დმანისში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა

20/11/2017

დმანისის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა N24- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა გახსნა. მან დეპუტატებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი დეპუტატი ნიაზ მაჯითოვი წარუძღვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ოქრიაშვილი აირჩიეს, მოადგილედ – გუსეინ ისმაილოვი. ამ წუთებში მიმდინარეობს კომისიების თავმჯდომარეების არჩევნები.
დღევანდელ სხდომაზე მოხდა ფრაქციების რეგისტრაცია.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილი იქნება სამი პარტია: ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, შენების მოძრაობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დმანისის ახალი საკრებულო წარმომადგელობით ორგანოში 31 დეპუტატია, მათ შორის 16 მაჟორიტარული და 15 პროპორციული წესით არჩეული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0