ერეკლე კუხიანიძემ თეთრიწყაროში რუსთაველის ჩიხის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

05/09/2017

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ქალაქ თეთრიწყაროში რუსთაველის ჩიხის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „ჯეო სერვისი“.
რუსთაველის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 74 282,92 ლარს.
სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 14 სექტემბერს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0