ვალერი ფოცხვერიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა

12/02/2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პრინციპებიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ადგილზე, მუნიციპალიტეტები წყვეტენ. განათლების სამინისტრომ სამტრედიის საჯარო სკოლებისთვის 430 ათ. ლარი გამოყო, რომელიც შენობებში სველი წერტილების და სახურავების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს. აღნიშნული პრიორიტეტები, საჭიროებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.
მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ამ თემაზე იმსჯელა.

“ჩვენი სურვილია, რომ თანხები გადანაწილდეს სამართლიანად და საჭიროებისამებრ. გვპირდებიან, რომ სამომავლოდ ამ თანხას გააორმაგებენ, რითაც უფრო მეტი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ,“- განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

უახლოეს დღეებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევა მრჩეველთა საბჭოს 2 წევრი, წარმომადგენლები საკრებულოდან, სკოლებიდან, რესურსცენტრიდან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო სკოლაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0