ვანთაში ახალი მინი-სტადიონი გაიხსნა

24/02/2017

ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი- სტადიონი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი, გამგებლის მოადგილე – დავით ნაპირელი და თელავის სასპორტო გაერთიანების უფროსი – ალექსანდრე იმერლიშვილი დაესწრნენ. სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით ახალ სტადიონზე ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა, რომელში მონაწილეობაც მუნიციპალიტეტის 8 გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იყალთოსა და წინანდლის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითად დროში ფრე – 2:2 დაფიქსირდა. გამარჯვებული კი, წინანდლის გუნდი, პენალტებით გამოვლინდა. ტურნირის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს, მაშ შორის – საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო თავდამსხელი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი საჩუქრები ხოლო ტურნირის ჩემპიონს თასი გადაეცა. ჩვენთან საუბარში ალექსანდრე შათირიშვილმა აღნიშნა, რომ ვანთის ახალი მინი-სტადიონი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის საფარით, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდებს ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და ბალახის ჰოკეი ითამაშონ. ამასთან ერთად მინი-სტადიონზე დამონტაჟებულია განათება, რაც სტადიონის 24-საათიან რეჟიმში გამოყენებას უზრუნველოფს. შეგახსენებთ, რომ სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 115 ათასი ლარი დაიხარჯა, 6 თვეში შესრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0