ვერეს ხეობის გეოინფორმაციული სისტემის პრეზენტაცია

24/11/2015

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუდენტების ჯგუფმა (GIS group) მდ. ვერეს ხეობის გეოინფორმაციული სისტემის პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც მიმდინარე წლის 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიურ მოვლენები, დატბორვის არეალები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები იყო ასახული.

სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა სტუდენტების მიერ მომზადებული გეოინფორმაციული სისტემის პრეზენტაცია შეაფასეს და დამწყებ სპეციალისტებს მომავალი კვლევებისათვის საჭირო რეკომენდაციები მისცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0