ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა

14/12/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს, მუსიკალური ანსამბლებისა და ბენდების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მუსიკოსების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური აღჭურვილობების საკითხები იყო.

“ხშირად, როდესაც რაიმე დღესასწაულის აღსანიშნავი კონცერტი იგეგმება, იმთავითვე, შემსრულებლების მოწვევას განიხილავენ. ვფიქრობ, ჩვენ რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ბენდების პოპულარიზაციაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. არაერთ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე წარმატებით წარმდგარან ჩვენი მხარის წარმომადგენელი მუსიკალური შემსრულებლები და უთუოდ საჭიროა, დავეხმაროთ, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0