ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებას აკეთებს

23/02/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოფილი საქალაქო ბიბლიოთეკის ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია და გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა მუნიციპალიტეტის გამგეობამ კულტურულ – საგანმანათლებლო კერა გააუქმა მუნიციპალიტეტში და მოქმედი ბიბლიოთეკა დახურა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაზუსტებთ.
ზესტაფონის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომელიც ფუნქციონირება დ. აღმაშენებლის ქუჩა N 19 – ში საბიბლიოთეკო საქმიანობა შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე 2007 წელს შეწყვიტა. ბიბლიოთეკის გაუქმების შემდეგ ქონება დარეგისტრირდა, როგორც არასაცხოვრებელი ფართი ყოფილი საქალაქო ბიბლიოთეკა საკადასტრო კოდით: N 32. 10. 07. 008.01. 501, დავით აღმაშენებლის N 19 – ში).
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, აღნიშნული ქონება შევიდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.10. 2010 წლის განკარგულების შესაბამისად. გამგეობამ ობიექტი საჯარო აუქციონზე გასაყიდად 31.01. 2011 წელში გაიტანა. მისი საწყისი ფასი 426000 ლარით განისაზღვრა (ობიექტი არ გაიყიდა)
მეორე საჯარო აუქციონი 11. 05 2011 წელს აღნიშნული ფასით შედგა (ქონება არ გაიყიდა)
მესამე აუქციონზე 18.07 2011 წელს ობიექტის ღირებულება 340800 ლარით განისაზღვრა (ქონება არ გაიყიდა).
შემდეგი ელექტრონული აუქციონები 04. 06 2014 წ; 24.06.2014 წ; 20.11.2014 წ; 26.12. 2014 წ; 08. 06 2015 წ; იგივე ფასით შედგა (ქონება არ გაიყიდა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30. 07. 2015 წლის N 4419 განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ღირებულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრა 238500 ლარის ოდენობით.
აუქციონი 2015 წლის 25 სექტემბერს შედგა. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ შპს „ლიდო – 7“ –მა აღნიშნული ქონება 250488 ლარად შეიძინა. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ქონებას შპს „ ლიდო – 7“ განკარგავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0