ზესტაფონის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

23/02/2017

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. გაზსადენი მაგისტრალის მშნებლობა ისეთ სოფლებში იგეგმება, რომლებიც პირველად ჩაერთვებიან ქსელში. მათ შორისაა ბოსლევი, როდინაული, ცხენთარო. დაგეგმილია ასევე პროცესის გაგრძელება იმ დასახლებებში, სადაც მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი იყო დამონტაჟებული. გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით მუნუციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ტარიელ თუთარაშვილი „სოკარ ჯორჯია გაზი“ –ს ზესტაფონის სერვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ტერიტორიული ორგანოების პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ. გაზიფიცირება სოფლებში გაზაფხულიდან დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0