ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და შპს „ჯეოკრაფტი“ განავითარებენ

21/03/2017

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ, 18 იანვარს გამოცხადდა ინვესტორის შერჩევა ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით. გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „ჯეოკრაფტი“.
პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება შემდეგია:
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ – 10 %; შპს „ჯეოკრაფტი“ – 90 %.
პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი) სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ჯეოკრაფტის“ მიერ დაარსებული საერთო საწარმო შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური“ მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0