ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს შესაწამლი აპარატი გადაეცა.

22/04/2019

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ “თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან ერთად შესაწამლი აპარატების გადაცემა მოხდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე სოფელ ჯიხაშკარის, ყულიშკარის და ალერტკარის (გრიგოლიშის) მოსახლეობას 16 შესაწამლი აპარატი გადაეცა, ფერმერები ადგილზე გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ პირობებს. თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას _ “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს. სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0