ზუგდიდს მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

22/03/2017

ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, – წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და რეზერვუარები, ასევე – წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0