ზურაბ პატარაძემ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაათვალიერა

24/09/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაათვალიერა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0