ზურაბ პატარაძე „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო

16/12/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო. გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ; აჭარის მთავრობის წევრებმა; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა; აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და სხვა საპატიო სტუმრებმა.

„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელსაც 16-18 დეკემბერს ბათუმი მასპინძლობს. პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით ღებულობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ისინი ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0