თელავში ამერიკა-საქართველოს მეგობრობის 25 წელი აღინიშნა

24/04/2017

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ამერიკის დღეების გახსნა თელავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ერეკლე მეორის მოედანზე მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა , კახეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა ნინო უტიაშვილმა და ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის და იმ პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრეს, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ამერიკის დღეების ფარგლებში რეგიონში სხვადასხვა საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0