თელავში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

21/03/2017

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნება. თელავში ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელში კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.თელავის ვიცე-მერი მიესალმა შეკრებილ საზოგადოებას, ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და აღნიშნა რომ ყოველი დაუნის სინდრომიანი პატარა არის განსაკუთრებულად საინტერესო და საყვარელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ღონისძიების მხარდამჭერები:თელავის მერია და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი. კამპანიის მიზანია: საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრება; დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტის არსებობა გამოწვეულია, სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად მთელს მსოფლიოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0