თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

22/03/2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია 3 გამანაწილებლის გაკეთება: აჩინებულის დასახლებიდან, ცენტრალური ბაზრის ქუჩიდან და კურდღელაურიდან. გამანაწილებლები კოლექტორის 16 კმ-იანი ქსელით დაუერთდება თელავის კანალიზაციის ძირითად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. შედეგად, ფეკალური მასები მდინარეში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. ობიექტზე 70 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0