თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

23/03/2017

პროექტ “დავასუფთაოთ საქართველოს” ახალი კამპანიის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ქოჩიაშვილიც შეუერთდნენ. საჯარო მოხელეებმა თერჯოლის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია ეკალ–ბარდებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირები დაასუფთავეს. დასუფთავების აქცია წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. აღნიშნულ თარიღს მსოფლიო უკვე 23 წელია რაც სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0