თორნიკე რიჟვაძე თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

15/08/2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კონსულთან შეხვედრისას თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც აღინიშნა, დაშავებული ქართველები თურქეთის კლინიკებში არიან მოთავსებული და მათ მოსანახულებლად დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ასევე აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე გაემგზავრნენ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, როგორც თურქული, ისე ქართული მხარე მაქსიმალურადაა ჩართული დაშავებული ქართველი მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების გაწევისა და შინ მშვიდობით დაბრუნების საქმეში. აღსანიშნავია, რომ მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0