იაპონიის თოჯინების გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა

20/04/2018

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ტადაჰარუ უაჰარასთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ იაპონური ტრადიციული თოჯინების გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილია იაპონური ტრადიციული თოჯინები, მათ შორის ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა) და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა).
ექსპოზიცია მოიცავს თოჯინებს ტრადიციული იაპონური თეატრალური ხელოვნების ისეთი დარგებიდან, როგორებიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი.
გამოფენაზე, რომელიც 31 მაისამდე გაგრძლდება, იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან ასევე წარმოდგენილია თანამედროვე ოსტატების მიერ შექმნილი „კრეატიული თოჯინები“.
იაპონიის თოჯინების გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი – დავით ლორთქიფანიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გოგილაშვილი, მედიის წარმომადგელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0