ირაკლი ტაბაღუამ მოქალაქეთა პირველი მიღება გამართა

21/11/2017

რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა ირაკლი ტაბაღუამ, დღეს, მოქალაქეთა პირველი მიღება გამართა.
პირველი შეხვედრა, ქალაქის მერმა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში ჩაატარა.
ირაკლი ტაბაღუამ ძველი რუსთავის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველების პრობლემები პირადად მოისმინა და მათ მოგვარებაში მხადაჭერას დაპირდა.
რუსთავის მუნიციპალიტეტი ათ ადმინისტრაციულ ერთეულადაა დაყოფილი.
ქალაქის მერის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგულარულად, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0