იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს

08/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს განსხილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს დამატებითი ინფორმაცია ზედამხედველობის და იურიდიული საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას თანხმობა მისცეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0