კაზრეთში კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა აქტურად მიმდინარეობს

18/07/2017

დაბა კაზრეთში კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა აქტურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უკვე დაიწყო გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0