კასპი-კავთისხევის საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება

22/02/2017

კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე -5 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. ხიდის აღდგენის სამუშაოები, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ბუგიანიშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა და მისმა მოადგილემ ჯამბოლატ ქამხაძემ დაათვალიერეს.
თაღოვანი ხიდი, რომლის სრული რეაბილიტაცია თითქმის 90 წელია არ ჩატარებულა უკვე საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანისას.
ხიდის რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0