კახარეთში ხიდის და გზის რეაბილიტაცია დასრულდა

25/09/2017

დასრულდა ადიგენის მუნიციალიტეტის სოფელ კახარეთის ასფალტ–ბეტონის გზისა და ხიდის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში 1492 მეტრ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.ხოლო რკინა–ბეტონის კონსტრუქციის ხიდზე გამაგრდა შუა ბურჯი და განახლდა კოჭებს შორის ნაკერი, რომელიც 41 მეტრი სიგრძის და 7,25 მეტრი სიგანის არის.რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 6096 70 ლარი გამოიყო.სამუშაოები მიმდინარე წლის 31 მაისს დაიეყო და 18 სექტემბერს დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0