კახა სამხარაძემ კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

20/07/2017

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტში ამჟამდ ქალაქის 2 საბავშო ბაღის სრული და 9 სოფლის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი, თანამედროვე საჯარო სკოლა აშენდა სოფელ თვალადში, კასპში მიმდინარეობს #1 საჯარო სკოლის მშენებლობა.
გზები მოასფალტდა კოდისწყაროსა და ლამისყანაში, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდინარე მტკვარზე მდებარე კასპი – კავთისხევის სამანქანე ხიდს, რომელიც გადაადგილებისათვის უკვე საფრთხის შემცველი იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0