კახეთის რეგიონში, 86 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა

29/01/2020

კახეთის რეგიონში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი სოფლების: ჩადუნიანის, შეერთებისა და წიფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ. საერთო კრებებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად, სხვადასხვა საპროექტო წინადადებები განიხილეს. მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ პროექტებად – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების, სარწყავი სისტემებისა და ჭების მოწესრიგება დასახელდა.
2020 წელს, კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით, რეგიონის მასშტაბით, 281 სოფლის მოსახლეობის ჩართულობით 232 საერთო კრება/კონსულტაცია გაიმართება. 28 იანვრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 86 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0