კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 100 მლნ ლარს გადააჭარბა

26/09/2017

26 სექტემბრის 09.00 საათის მონაცემებით, კახეთში 90 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.
ყურძენი ღვინის საწარმოებს 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 101 მლნ ლარს მიაღწია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია, ხოლო ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4,5 ათას ტონას მიაღწია.
მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 42 ათასი ტონა რქაწითელი, 41 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 29,4 ათასი ტონა, გურჯაანში – 24,7 ათასი ტონა, თელავში – 16,7 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,6 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,2 ათასი ტონა, ახმეტაში – 3 ათასი ტონა და საგარეჯოში – 2,4 ათასი ტონა.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501

Tweet about this on TwitterShare on Facebook0