კახეთში ღია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება

22/10/2019

კახეთის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები -ირაკლი შიოშვილი და პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას. მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივების მხრიდან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება.შეხვედრების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ადგილობრივმა მოსახლეობამ ძირითად გამოწვევად -სოფლიებში, შიდა საუბნო გზების მოწესრიგების, წყალმომარაგებისა და ინტერნეტიზაციის საკითხები დაასახელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0