კობალთაში მეწყერის შედეგად ათამდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

29/05/2017

დღეს დილის საათებში სოფელ კობალთაში მეწყერი განვითარდა. სოფლის თავზე საცხოვრებელი სახლებიდან 300 მ ჩამოწვა წუმპოს მთა, რამაც გამოიწვია მიწის მასისა და ნიაღვარის ჩადინება კობალთიდან ერდუათისკენ ჩამავალ მდინარეში. ღვარცოფმა წაიღო სოფელთან დამაკავშირებელი გზა. სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 10 და უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი სამი ოჯახი. ტარიელ ებრალიძის განცხადებით: – ამ დროისათვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხევში ჩამოსულმა მეწყერმა სოფლის გზა ჩაკეტა, გეოლოგების რეკომენდაციით ამ ეტაპზე გზის გაწმენდა რეკომენდებული არ არის, ამიტომ საგზაო დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ ალტერნატიული გზის გაყვანაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ მოსახლეობამ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0