კოლეჯ „ახალი ტალღას“ პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

22/03/2017

ქობულეთის კულტურის სახლში საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღას“ პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გამგებელი სულხან ევგენიძე აჭარის განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად დაესწრო. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, რომელიც აპლიკანტთა მოზიდვასა და მათი ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. პრეზენტაციის ფარგლებში კოლეჯში არსებული დარგობრივი სტენდების გამოფენა გაიმართა. საზოგადოებრივ კოლეჯში აპლიკანტთა რეგისტრაცია 8 აპრილამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0