კონკურსი ,,დაგვანახე შენი სოფელი” დაიწყო

23/04/2019

პროექტის დაწყებასა და პირობების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და იდეის ავტორმა გურამ მეგრელიშვილმა სოფელ რუისში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს პირადად გააცნეს.

“მიხარია, რომ ისეთ საინტერესო და შემეცნებით პროექტს ვიწყებთ, როგორიც “დაგვანახე შენი სოფელია”. რეგიონში მრავალი მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ადგილი გვაქვს, მათი პოპულარიზაცია და ფართო მასებისთვის გაცნობა კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. კონკურსის მიზანიც სწორედ ესაა, რომ გავაცნოთ ჩვენი მხარის ჯერ კიდევ უცნობი ისტორიები, ადგილები, ტრადიციები და ამით იგი კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.”- აღნიშნა რწმუნებულმა.

კონკურსის პირობების თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს თავისი ქალაქის, სოფლის თუ დაბის შესახებ საინტერესო ცნობები და ისტორიები გაუზიაროს საზოგადოებას, უნდა გადაიღოს ვიდეო და 22 მაისის ჩათვლით ატვირთოს ფეისბუქის გვერდზე – “დაგვანახე შენი სოფელი”. თითოეული მუნიციპალიტეტიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება და დაჯილდოვდება. ოთხიდან ერთ-ერთის მიხედვით კი მომზადდება საიმიჯო რგოლი, რომელიც ტურისტული სააგენტოების მიერ გავრცელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0