ლადო ჯურხაძე არასამთავრობო ორგანიზაციების „PIN“-ისა და „ფონდი სოხუმის“ წარმომადგენლებს შეხვდა

22/11/2017

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე არასამთავრობო ორგანიზაციების „PIN“-ისა და „ფონდი სოხუმის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ჩემთვის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სოციალური სფეროს განვითარება. ხონის მოსახლეობისთვის ისეთი მოქნილი პროექტებისა და პროგრამების შეთავაზება, რომელიც მათი ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. ჩემის მხრივ მზად ვარ თქვენთან მომავალი თანამშრომლობისთვის“- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა მერთან ერთად #2 საბავშვო ბაღში ბაგა-ბაღის ის ჯგუფი მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც სწორედ აღნიშნული ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, გარემონტდა ოთახები, მოეწყო სველი წერტილი, საძინებელი, შეძენილ იქნა ავეჯი, სათამაშოები და სხვადასხვა სახის თავალსაჩინოებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0