ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცა

23/02/2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცა.
სამშენებლო მასალა დაზარალებულებს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარებ ბესიკ ტაბიძემ მიუტანეს.

„სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ვაგრძელებთ დაზარალებული ოჯახების დახმარებას. სტიქია გასული წლის 17 ოქტომბერს მოხდა და ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16-მდე სოფელში, კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გაწევა რეგიონში ეტაპობრივად მოხდება“ – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, 271 741 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალებს და თუნუქის სახურავებს ჯამში 64 ოჯახი მიიღებს. ასევე, დაიხურება ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობა და სოფელ ჩიბათის საბავშვო ბაღი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0