ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება.

20/10/2019

მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ლატალის ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი ფუნქციონირებას ახალ წლამდე დაიწყებს, ბაღის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ლატალის ბაღის მშენებლობისთვის 360 ათასი ლარია გამოყოფილი, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღები უკვე აშენდა ლენჯერში, ნაკრაში, ხაიშში, იდლიანსა და ჭუბერში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0