ლაშა გოგიამ ოდიშისა და აბასთუმანის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

19/07/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშისა და აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან, გამგებლის პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 500, ხოლო სიგანე 5 მეტრია. გზასთან ერთად ოდიშში სანიაღვრე არხიც მოეწყობა. დაიგება ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 201 600 (ორას ერთი ათას ექვსასი) ლარია. გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჯუმის ხიდიდან ცენტრამდე. რეაბილიტირდება 2000 მეტრი სიგრძის გზა. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 969 243(ცხრაას სამოცდაცხრა ათას ორას ორმოცდასამი) ლარს შეადგენს. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისთის მიმდინარე წელსაც ინფრასტრუქტურა და კერძოდ, სოფლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად რჩება. დღეს აბასთუმანსა და ოდიშში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. აბასთუმანის მოსახლეობას უკვე წლებია გზის პრობლემა აწუხებს და წელს დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. აბასთუმანის გზის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 1 000 000 ლარამდე, ხოლო ოდიშის გზის რეაბილიტაციაზე 201 600 ლარი დაიხარჯება-„ აღნიშნა ლაშა გოგიამ. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0