ლევან შონია აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

24/04/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის უბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების რეგიონალური უშიშროების ატაშეს პიტერ ტიდს შეხვდა. გუბერნატორმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. „წელს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთერთობის დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ამ წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკელი ხალხის მიერ გაწეული დახმარებისთვის. ჩვენ ახლაც USAID-თან ერთად მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ხელს ტურიზმის განვითარებას და ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ჩვენ ასევე ერთობლივად ვმუშაობთ ანაკლია-განმუხურის განვითარების გენერალური გეგმის შესაქმნელად“ – განაცხადა ლევან შონიამ პიტერ ტიდთან შეხვედრაზე. აშშ-ისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო წელთან დაკავშირებით 24-28 აპრილს ზუგდიდში ამერიკის დღეები გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0