ლევან შონია ზუგდდიის გამგებელს და ქალაქის ვიცე-მერს შეხვდა

23/01/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მის მოადგილე დავით კოდუასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის გამგებელს, ქალაქ ზუგდიდის ვიცე მერს და ორივე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის და ეკონომიკის სამსახურის უფროსებს შეხვდა. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებული საჭიროებები მიმოიხილა და განაცადა, რომ საჭიროა მეტი მუშაობა. „ზუგდიდის დასუფთავების სამსახური სანიმუშოა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, რომ არ გვქონდეს პრობლემური კერები არსად. ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით და მათ სანიმუშოდ უნდა დავხვდეთ“- განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა. ლევან შონიამ უამინდობისა და ყინვის გამო დაზიანებულ გზებზეც ისაუბრა, გუბერნატორის განცხადებით, გზების შეკეთებები დროულად უნდა მოხდეს. „დაელაპარაკეთ კონტრაქტორ კომპანიებს, კეთილი ინებონ და შეასრულონ ვალდებულება. ორმული შეკეთების სამუშაოები სასწრაფოდ ჩასატარებელია, ყინვის შედეგად გზები გაფუჭებულია, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე ანაკლიის, ჩხოროწყუს და მესტიის მიმართულებით. დრული რეაგირებაა საჭირო, რომ მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები არ შეექმნათ“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. ზუგდიდის გამგებელმა და ქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნეს, რომ კონტრაქტორ კომპანიებს უკვე ესაუბრნენ და გზების შეკეთება გამოდარებისთანავე დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0