ლელა ჩიქოვანი ფინეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

12/10/2017

საქართველოს თავდაცვისა უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ორმხრივი შეხვედრების გამართვას აგრძელებს. ლელა ჩიქოვანი ფინეთის თავდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს შარლოტა კოლენს და საქართველოში ფინეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს, კაპიტან იურკი ლიტმანენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ფინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ოქტომბრის ბოლოს ფინეთის თავდაცვის მინისტრის თბილისში ვიზიტის დეტალები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხილვას დაეთმო. მხარეებმა სკანდინავია-ბალტიისპირეთის ფორმატის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ქართულმა მხარემ ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ფინელი ექსპერტების ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0