ლენტეხში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26/07/2019

დაბა ლენტეხში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. ასევე, მიმდინარეობს სოფ. მელეს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ჯამური ღირებულება 299 999 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0