ლილოს დასახლებაში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქმევა

07/12/2017

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა. ლილოს დასახლებაში, პირველი კვარტლის მიმდებარედ, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭების თაობაზე მოსახლეობამ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას განცხადებით მიმართა.
ნიბლოშვილმა უსახელო ქუჩები პირადად დაათვალიერა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ. ლილოს დასახლებაში მცხოვრებლებს საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძეც შეხვდა. ტყემალაძე მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0