ლიხაურში სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო

29/05/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილე, ბადრი გობრონიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა აბაშმაძე ადგილზე გაეცნენ. სათავე ნაგებობა, წლების წინ, წყალმოვარდნის შედეგად დაზიანდა. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა და არხის რეაბილიტაცია მოეხდინა. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი სარწყავი სისტემით 450 ოჯახი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0