მაიაკოვსკის ლექსების ახალ კრებულში ახლადნათარგმნი ლექსები შევიდა

20/07/2017

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვლადიმერ მაიკოვსკის დაბადებიდან 124 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას იმერეთში სახელწმიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოქსაძე, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პოეტის სახლ–მუზეუმში მაიაკოვსკის შემოქმედება გაიხსენეს და მის ნაწარმოებებზე დისკუსია გაიმართა. მაიაკოვსკის დაბადებიდან 124 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის ლექსების ახალი კრებულიც გამოიცა, სადაც ის ლექსები შევიდა, რომლებიც აქამდე ნათარგმნი არ ყოფილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0