მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მიმდინარეობს

22/03/2017

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, – მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე – მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას.

“ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ქალაქი, რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0