მანდარინის რეალიზაცია დაიწყო

30/09/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელ საწარმო, სასოფლო-სამეურენო კოოპერატივი “ლეღვა” მოინახულეს და საადრეო ციტრუსის დამზადების პროცესს ადგილზე დაესწრნენ.

,,ციტრუსის სეზონი აჭარაში უკვე დაიწყო. ნაადრევი ჯიშის არაჩვეულებრივი მანდარინის პირველი პარტია უკვე გაიგზავნა საზღვარგარეთ. 60ტ. მანდარინი უკვე დამზადებულია და პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ თითოეულ გლეხს და ბოლომდე ვიქნებით ამ პროცესში ჩართული”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საწარმომ უკვე დაიწყო მანდარინის მიღება-დახარისხება. ამ ეტაპზე მიიღებს და დაამზადებს 60 ტონა მანდარინს, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნება ექსპორტირებული. 1კგ ნაყოფში საწარმო ფერმერს 1.50 ლარს უხდის.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორი თვის წინ დაიწყო ციტრუსის სეზონისთვის მზადება. სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შეიქმნა ვებ-გვერდი. ასევე, ორ ენაზე დამზადდა სარეკლამო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც იმ ქვეყნებში უკვე გავრცელდა, რომლებიც ჩვენი რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით შეხვედრებს უკვე მართავენ უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0