მარტვილში წაჩხურის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

20/07/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 720 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა წყალამრიდები და მილხიდები.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 407 449 ლარს შეადგენს.
სამუშაოზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და მუშაობს10 ერთეული ტქენიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0