მახუნცეთის კეთილმოწყობისთვის 700000 ლარის სამუშაოები ხორციელდება

20/07/2017

კემპინგი, ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორია, დაბის პარკის, სკვერების, ფასადების კეთილმოწყობა, სასტუმროების, საკონცერტო სცენის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გეგმებისა, ქედის გამგეობამ მახუნცეთის განვითარებისთვის რომ გაწერა. აწჰესი, სადაც ერთადაა თავმოყრილი როგორც კულტურული, ასევე ბუნებრიუვი ძეგლები, ტურიზმის განვითარების კუთხით, ქედის მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიული ადგილია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხორციელდებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მიწისქვეშა კომუნიკაციის გამართვა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სხვადასხვა წინა მოსამზადებელი და კეთილმოწყობითი სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გაწეული სამუშაოების შედეგმაც არ დააყოვნა და გასულ წელს აქ უკვე ვიზიტორთა რიცხვი 99%-ით გაიზარდა. მოსახლეობაში გენერალურმა გეგმამ დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. გარდა ინვესტორების მიერ გასაწევი ინვესტიციებისა, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების ღირებულება თითქმის 3 500 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 700 000 ლარზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და მიმდინარეობს სამუშაოები: ტურისტული ცენტრის მშენებლობა – 47 499 ლარი; საყრდენი კედლების მშენებლობა – 27 999 ლარი; სველი წერტილის მშენებლობა – 28 500 ლარი; ავტოსადგომის მოწყობა – 107 900 ლარი; ღია სცენის მოწყობა – 184 998 ლარი; შშმ პირთათვის ადაფტირებული ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მშენებლობა – 44 818 ლარი; ჩანჩქერის სათავე ტერიტორიის კეთილმოწყობა – 48 569 ლარი; მეორე ავტოსადგომის მოწყობა – 61 210 ლარი; ჩანჩქერთან ხიდისა და სარეგულაციო კედლების მშენებლობა – 12 423 ლარი; მინი სპორტული მოედნის მშენებლობა – 130 005 ლარი; ჩანჩქერის სათავეზე არსებული ჭის მშენებლობა – 6 079 ლარი; სავაჭრო დახლების მოწყობა 10 690 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0